შაბათ-კვირის შეზღუდვა და ე.წ. კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება  

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას რესტორნები და კაფე-ბარები არ იმუშავებს. ასევე, ძალაში რჩება „კომენდანტის საათი“.

„საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა. ასევე, შაბათ-კვირის შეზღუდვები“ – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მსგავსი თემები