„დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ, რისთვის მოხდა 9 აპრილი“ – დიმიტრი ხუნდაძე

„დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ, რისთვის მოხდა 9 აპრილი, რა სჭირდება ქვეყანას და რა ძალა აქვს ერთობას“ – ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დეპუტატმა 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„9 აპრილი ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ერთობის, თავგანწირვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე. მადლობა მათ, ვინც ეს ისტორიული თარიღი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შექმნა. ჩვენმა საზოგადოებამ 32 წლის წინ ხმამაღლა მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. ხალხის ნებისადმი უხეში დაპირისპირება – საბჭოთა ჯარის მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა იქცა გარდამტეხ მომენტად, რომელმაც განსაზღვრა დამოუკიდებლობის იდეის გამარჯვება. დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ, რისთვის მოხდა ეს ყველაფერი, რა სჭირდება ქვეყანას და რა ძალა აქვს ერთობას. რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი პარტიული ინტერესების სარბიელად კი არ უნდა ვაქციოთ, არამედ სწორედ აქ უნდა შევძლოთ ქვეყნის სასარგებლოდ გაერთიანება, რასაც იგივე საზოგადოება დღესაც ითხოვს.რა სჭირდება ქვეყანას და რა ძალა აქვს ერთობას – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

9 აპრილი ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ერთობის, თავგანწირვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე. მადლობა მათ, ვინც ეს ისტორიული თარიღი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შექმნა. ჩვენმა საზოგადოებამ 32 წლის წინ ხმამაღლა მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.

ხალხის ნებისადმი უხეში დაპირისპირება – საბჭოთა ჯარის მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა იქცა გარდამტეხ მომენტად, რომელმაც განსაზღვრა დამოუკიდებლობის იდეის გამარჯვება. დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ, რისთვის მოხდა ეს ყველაფერი, რა სჭირდება ქვეყანას და რა ძალა აქვს ერთობას. რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი პარტიული ინტერესების სარბიელად კი არ უნდა ვაქციოთ, არამედ სწორედ აქ უნდა შევძლოთ ქვეყნის სასარგებლოდ გაერთიანება, რასაც იგივე საზოგადოება დღესაც ითხოვს.“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები