„უნდა ვიცოდეთ დათმობა და სხვისი აზრის გათვალისწინება, სულ ცოტა, გაგება მაინც“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტს ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში უსმენენ. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, წლიური მოხსენებისთვის 9 აპრილი იმიტომ აირჩია, რომ ეს თარიღი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან. მისი თქმით, 9 აპრილი გაიგივებულია ტრაგედიასა და გლოვასთან. თუმცა, სახელმწიფოსთვის ეს დღე სამმაგი გამარჯვების დღეა.

„არ შეიძლება ავღნიშნავდეთ 9 აპრილს და არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია. ერთიანობა ვერ მოიპოვება დაძალებით, ვერც ხსვისი მონობით, ეს გზა გავლილი გვაქვს და აღარ დავუბრუნდებით. მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, მრავალპარტიულობა ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია და ამას თავისუფლება ჰქვია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობა და სხვისი აზრის გათვალისწინება, სულ ცოტა, გაგება მაინც და  ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად, პარტიულ თუ სხვა პირად ინტერესებზე მაღლა დაყენება“ – განაცხადა პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მისივე თქმით, წლიური მოხსენებით ყველა იმ საკითხს შეეხება, რაც მოსახლეობას აინტერესებს: „მინდა დღეს ყველა იმ  თემას შევეხო, რომელიც საზოგადოებას აღელვებს და რომლის გამო ხშირად ვართ გაყოფილი თუ დაპირისპირებული და რომლის გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ერთობაზე გადის“.

პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებიან.  

მსგავსი თემები