კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,47 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,47 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,12 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,09 პროცენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 342 პაციენტი, ცხრა კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები