„ხალხს ისევ აქვს შიში, ღიად გამოხატოს ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა“ – კახა ოქრიაშვილი პარტიების რეიტინგებზე

  •  

„ის ადამიანები, ვინც გამოკითხვებში მალავენ საკუთარ პოზიციებს, როგორც წესი, ოპოზიციის მხარდამჭერები არიან. გავიხსენებ 2012 წლის გამოკითხვებს, როცა გამოკითხულთა 15 % ამბობდა, რომ მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“ და 43 % არ პასუხობდა კითხვებს, საბოლოოდ კი ეს 43 % ოპოზიციას დაემატა. დღესაც იგივე მოცემულობაა – სამწუხაროდ, ხალხს ისევ აქვს შიში, ღიად გამოხატოს ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი პოლიტიკური სუბიექტების რეიტინგის შეფასებისას.  

მისივე შეფასებით, შიში, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანაში, ისევ არსებობს და შესაძლოა, მეტადაც კი დამყარდა.

„შიშის დამყარების პროცესი ძალიან სწრაფად 2018 წლიდან დაიწყო. „ოცნების“ ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაინახა, რომ შესაძლოა, დამარცხებულიყო და შემდეგ დაეკარგა ძალაუფლება – სწორედ ამის შემდეგ გადავიდნენ შიშის დანერგვაზე, რაც ძალიან სამწუხაროა! მინდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციურ სპექტრში წამყვანი ძალა „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელმაც 2004-დან 2012 წლამდე ეკონომიკისა და რეფორმების კუთხით, ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ამ ყველაფერს მოყვებოდა დიდი ნეგატივი და ჩავარდნები ადამიანის უფლებებისა და ტერორის კუთხით. თუმცა დღეს ვართ მომსწრე, რომ ძალადობასა და ტერორში, „ქართული ოცნება“ დაეწია და გაუსწრო კიდეც „ნაციონალურ მოძრაობას“ – აცხადებს ოქრიაშვილი.

მსგავსი თემები