მეცო სოპრანო ნინო სურგულაძეს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა

  •  

ნინო სურგულაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ მეცო სოპრანო ტავად საუბრობს და მოსახლეობას აფრთხილებს

“არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, სირთულე, ვირუსი თუ სხვა რამე, რასაც ერთმანეთის სიყვარულით, მოფრთხილებით, ერთმანეთზე ზრუნვით და უფლის შეწევნით ვერ მოვერევით. დიდი სიფრთხილის მიუხედავად, დღეს მეც უკვე კოვიდინფიცირებული ვარ, თუმცა ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება! თქვენი სიყვარული და სითბო ახლაც ძალიან გამაძლიერებს გთხოვთ ყველას ძალიან, გაფრთხილდით, დაიცავით რეგულაციები, ნუ მივცემთ შანსს კოვიდს, მოგვერიოს, ჩვენ მოვერიოთ, ჩვენ ეს შეგვიძლია. მიყვარხართ”, – აცხადებს ნინო სურგულაძე.

მსგავსი თემები