მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება საპატრიარქოსგან მხარდაჭერილია

  •  

საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა დასრულდა. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე სტეფანე სწორად მოიქცა და მისი ყველა ქმედება საპატრიარქოს მხრიდან მხარდაჭერილია.   

„პირველ რიგში, ძალიან მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება, რაც ეპარქიაში მან განახორციელა, არის სრულად მხარდაჭერილი და არის ლეგიტიმური, აბსოლუტურად კანონიერი. ამიტომ ყველა იმ ზომის მხარდაჭერა გაგრძელდება, რაც მეუფე სტეფანემ მიიღო“ – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე შეფასებით, ის, რაც ჭყონდიდის ეპარქიაში მოხდა, შეფასებულია როგორც ამბოხი.

„ის გარკვეული დესტრუქცია, რომელიც ვიხილეთ, რომ მეუფე სტეფანეს მიერ მივლენილი მოძღვარი ტაძარში არ შეუშვეს – ეს შეფასებულია როგორც ამბოხი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, მათ, ვინც, მეუფე სტეფანესგან მიიღეს სხვადასხვა ეპიტამია, მიიღონ მღვდელმთავრის მიერ განჩინებული ეპიტამია, დაემორჩილონ მას და შეასრულონ ყველა ის მითითება, რომელიც ევალება სასულიერო პირს, რომ მღვდელმთავრისგან მიიღოს. რაც შეეხება მათ მიერ შემოტანილ აპელიაციას, ამას სინოდი მიიღებს და განიხილავს“ – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი თემები