მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ექიმებს გირაო შეუფარდეს

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმისთვის ბრალდებულ კლინიკის მედპერსონალს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.    

ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. პროკურატურა ბრალდებულებისთვის 5000 ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ ექთნის გარდაცვალების საქმეზე “ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმსა და ერთ ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით პროკურატურამ გუშინ წარუდგინა.  ბრალდება 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები