„32 წელი არ გვახსოვს ის შეგრძნება, რაც იქ გვქონდა – ერთიანი და მთლიანები, რომ ვიყავით“ – დღე, რომელიც 9 აპრილს მიეძღვნება – ლევან ბახია „მედიაცენტრ მთავარში”

“ის, რაც მე მინდა ვთქვა, არის უფრო მედიის წარმომადგენლებისთვის, მე არ მაქვს საკმარისად ხმამაღალი ხმა, რომ დიდ საზოგადოებას გავუზიარო,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრში“ „ილუზიების მუზეუმისა“ და „ჰოლოზეუმის“ პროექტის იდეის ავტორმა, ლევან ბახიამ განაცხადა.

ხვალ აუდიო – ვიდეო აქციას „ჰოლოზეუმი“ უმასპინძლებს. აქცია სახელწოდებით – „უბატონობას არ ჰყავს ბატონი,“ – მთლიანად 9 აპრილს მიეძღვნება:

„რატომღაც მგონია, რომ 9 აპრილს ჩვენ იქ არ ვიყავით დამოუკიდებლობისთვის, არც თავისუფლებისთის ვიყავით, ჩვენ იქ გვინდოდა უბატონობა, ჩვენ ვართ უბატონო არსებები, ამას ვგრძნობდით, როგორც ერთ, იქ ვიყავით ერთიანი და მთლიანი.

ისინი იქ იყვნენ და სხვაგან არ იყვნენ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ნახავთ ციტატებს 9 აპრილთან დაკავშირებით, ჩვენ უდნა დავბრუნდეთ იმ წერტილში, როცა ვგრძნობდით ერთიანობას და მთლიანობას, 32 წელი არ გვახსოვს ის შეგრძნება, რაც იგ გვქონდა ერთიანი და მთლიანები, რომ ვიყავით.

დღეს თბილისში არის მუზეუმი, სადაც თავი იგრძნო ადამიანად ისევ, პარასკევს უბრალოდ ვუთმობ 9 აპრილს, როცა დაიკეტა მე მაინც არ დავკეტე და პატარა ხალისის წერტილი დავტოვე ქვეყანაში, მე არ ვარ არავის წინააღმდეგ, ამ უბატონობის შეხსენება ყველას  სჭირდება,“ – ამბობს ლევან ბახია „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია მბულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები