თბილისში „ღამის ავტობუსები“ იმოძრავებენ

„ღამის ეკონომიკის“ პარალელურად, თბილისში „ღამის ავტობუსები“ გამოჩნდება. ავტობუსები 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათს ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებენ.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „ღამის ეკონომიკის“ განსავითარებლად საჭირო და მნიშვნელოვანია, ღამის საათებში, კონკრეტულ ადგილებში  მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობდეს.

“ჩვენთვისაც საინტერესოა, თუ როგორ განხორციელდება საპილოტე პროექტი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მოსახერხებელი იქნება, როგორც ღამის ცხოვრების მოყვარულია ხალგაზრდებისთვის, ისე ტურისტებისა და ღამით დასაქმებული მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საპილოტე მარშრუტზე კომპანია Man – ის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული – 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს.

მსგავსი თემები