წყნეთში შვილმა მამა მოკლა

წყნეთში, კერძოდ სოფელ კიკეთში შვილმა მამა მოკლა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.

როგორც ადგილობრივებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, შვილმა კვალის წაშლა სცადა.

ინციდენტი კიკეთში გუშინ მოხდა, პოლიციამ ბრალდებული ადგილზევე დააკავა.

მომხდარის შესახებ შს სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა უწყებაში დამატებითი კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

მსგავსი თემები