თბილისში მალე ერთიანი ვიზუალის ტაქსები იმოძრავებს 

ტაქსების რეფორმის ფარგლებში, თბილისის მერია ტაქსის ერთიან ვიზუალურ სტანდარტზე მუშაობს, რომელიც მომავალი წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. ახალი სტანდარტი, ასევე, ითვალისწინებს ტაქსის ერთიან დიზაინში რეკლამის განთავსების ადგილს, რომელიც იდეის თანახმად, მძღოლებს დამატებითი შემოსავლის წყაროს შეუქმნის.

​როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ტაქსების რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და ის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა.

“ტაქსების ლიცენზირების თვალსაზრისით, არაერთხელ ვისაუბრეთ. ამ კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებით, თბილისის მერია საკრებულოსთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე უკვე მსჯელობს. ერთიანი ვიზუალური სტანდარტი პირველი ნოემბრისთვის უკვე იქნება დამტკიცებული. ამ დროიდან, ტაქსით მომსახურების სერვისის მიმწოდებლებს ეცოდინებათ, თუ როგორი იქნება 2019 წლიდან ეს მოთხოვნები “, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, ავტომობილზე რეკლამისთვის გამოყოფილი ადგილით ისარგებლონ და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დამატებითი ფინანსური სარგებელი მიიღონ.

მსგავსი თემები