როცა მეგი ბაქრაძეს გართულება დაეწყო, ექიმი დაყოვნების ოთახში არც ყოფილა – პროკურატურა

  •  

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილ ექთანის სს საქმეში პროკურატურამ ბრალდებულები გამოკვეთა. ამ ეტაპისთვის, საუბარია კლინიკის სამ ექიმზე, რომლებსაც პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

პროკურატურის ინფორმაციით, აცრის შემდეგ მეგი ბაქრაძის მიმართ არანაირი მედიკამენტის გამოყენება არ მომხდარა და უფრო მეტის, მას შემდეგ, რაც მას გართულება დაეწყო, ექიმი ე.წ. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ ყოფილა.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ბრალდებულები ცდილობდნენ, ეს ინფორმაცია დამალულიყო და არ გამჟღავნებულიყო.

“ბრალდებული ექიმის, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.

მსგავსი თემები