„ჩვენ არასდროს გიკარნახებთ უნდა ჩაატაროთ თუ არა ვადამდელი არჩევნები“ – ევროპარლამენტარი   

“კომპრომისი თქვენმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა გამოძებნოს“ – აცხადებს  ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი და ყველას მოუწოდებს, ქვეყნისა და ხალხისთვის მისაღები და საჭირო გადაწყვეტილება მიიღოს.   

„კომპრომისი თქვენმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა გამოძებნოს და ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ კომპრომისს, თუ მას ყველა პოლიტიკური პარტია დაუჭერს მხარს. ჩვენ არ შეგვიძლია გამოსავალი შემოგთავაზოთ, გამოსავალი თქვენმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა გამონახოს… ერთობლივ განცხადებაში ჩვენ გავაკრიტიკეთ საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი, ვინც მონაწილეობდა ევროკავშირის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებში, რადგან შუამავლობას მხოლოდ ევროკავშირი ვერ შეძლებს, კომპრომისს ვერ შეათანხმებს ევროკავშირი. ბატონი დანიელსონი ვერ გადაწყვეტს საქართველოს მომავალს და ქართველი პოლიტიკოსების სახელით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს. ეს უნდა გააკეთონ ქართველებმა“, – აღნიშნა მარინა კალიურანდმა.

ევროპარლამენტარის შეფასებით, ძირითადი მმართველი პარტიაა, თუმცა, ოპოზიციასაც ეკისრება პასუხისმგებლობა.

„ცხადია, პირველ რიგში ჩვენ ვუყურებთ მმართველ პარტიას, პარტიას, რომელსაც აქვს ძალაუფლება და მათგან ოდნავ მეტს ელოდები, ვიდრე სხვებისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ არ უნდა სცეს პატივი. ეს უნდა იყოს დაბალანსებული პროცესი. ვალდებულება უნდა იკისროს ორივე მხარემ. დიახ, პირველ ნაბიჯებს ველოდები მმართველი გუნდისგან“ – განაცხადა ევროპარლამენტარმა.  

მსგავსი თემები