მდინარე ენგურში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს, დანარჩენებს ეძებენ

  •  

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველო კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მცდელობისას, რამდენიმე ადამიანი მდინარეში დაიხრჩო. ამ ეტაპისთვის, 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს, კიდევ რამდენიმეს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან, ენგურისკენ 11 ადამიანი მოდიოდა.    

შემთხვევა სოფელ ორსანტიაში მოხდა.  მეოთხე ცხედარი რამდენიმე წუთია მდინარეში იპოვეს. ის ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდა ქალის მეუღლეა.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან, ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა საჭიროებებისთვის, მდინარის გავლით გადმოდიოდნენ.   

მსგავსი თემები