“მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის თვითმიზანიც გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს” – თენგიზ ცერცვაძე ვირუსის მატებაზე

  •  

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მთავარი ინფექციონისტის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია. როგორც ინფექციონისტმა მედიასთან განაცხადა, არ გამორიცხავს, მოქალაქეების ნაწილს არსებული ვითარების გართულება ხელს აძლევდეს.

„მართალია, დღეს შემთხვევების რაოდენობა ცოტა არ არის, ბევრია, მაგრამ გუშინდელთან შედარებით, 200-ით შემცირდა. აი, ეს მაფიქრებინებს, რომ ჯერ ის, რაც ასე ძალიან არ უნდა ქვეყნას, ყველა ნორმალურ ადამიანს, ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. ყველა ნორმალურ ადამიანს, რადგან შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უნდა კიდეც. შესაძლოა, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი, თვითმიზანიც გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს, შედეგ კი ამით მანიპულირება მოხდეს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მართვა. ვგულისხმობ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც „ფეისბუქზე“ აქტიურობს, თუ რამე კარგი ინფორმაცია გამოჩნდა გარდაცვლილთა ან ავადმყოფების რაოდენობის შემცირების ან რაღაც ტენდენციის შემცირებაზე, უკმაყოფილო არიან და ილანძღებიან“ – აცხადებს ცერცვაძე.

მისივე შეფასებით, მოსხლეობის საღად მოაზროვნე ნაწილს „მესამე ტალღა“ არ აძლევს ხელს.

„მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან არ უნდა მესამე ტალღა. დღეს რომ შემთხვევების რაოდენობამ 200-ით მოიკლო, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. არამედ მესამე ტალღა გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან. იმ ქვეყნებიდან, სადაც ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები