“არჩევნების ასეთი ფორმით გამოძიებას თავი უნდა დავანებოთ” – იაგო ხვიჩია

  •  

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ამ დროისთვის მოლაპარაკებების არანაირი ეტაპი არ მიმდინარეობს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება „გირჩის“ სამოქმედო გეგმა, ხვიჩია ამბობს, რომ ამ თემაზე პარტიის სათათბიროში მსჯელობა მიმდინარეობს.

„მე არ ვიცი, რაოდენ დიდია შანსი, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გამოსწორდნენ და შემდეგ შერიგდნენ, ერთად გააგრძელონ მშვიდი თანაცხოვრება, მაგრამ ალბათ ამის შანსიც არსებობს. მემგონი, საერთო ოპოზიციურ მოლაპარაკებებში „გირჩმა“ კიარა, ბატონმა დანიელსონმა ვერ ქნა ვერაფერი. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, ცოტათი გვერდზე გავდგეთ ამ პროცესიდან და ვაცადოთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთმანეთთან ჩხუბი, რადგან აზრი არ აქვს, ამ ამბავში ამ ხალხს ხელს მაინც ვერავინ ვერ უშლის. დანარჩენი პარტიები ამ ჩხუბში ბანს აძლევენ ერთ ან მეორე მხრეს. ახლა ჩემი აზრით, მოლაპარაკებების საერთოდ არანაირი ეტაპი არ არის, ამ წუთას ველოდებით ვიღაცას, როგორც დანიელსონს ველოდებოდით. ჩვენ ჩვენს სამომავლო გადაწყვეტილებას ამ წუთას ვათანხმებთ და გავდივართ ჩვენს მმართველ ორგანო სათათბიროში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები