“ეპიდვითარება კონტროლზე უნდა იყოს, ვერ დავუშვებთ სამედიცინო სექტორის გადატვირთვას” – ბიძინა კულუმბეგოვი

ეპიდვითარება კონტროლზე უნდა იყოს, ვერ დავუშვებთ სამედიცინო სექტორის გადატვირთვას, დღეში 4 და 5 ათას ახალ შემთხვევამდე ამის აყვანას, ეს დამაზიანებელი იქნება ჩვენთვის, – ამის შესახებ ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„საზოგადოებას ხშირად უნდა შევახსენოთ პირბადის მნიშვნელობა, ეპიდვითარების გაკონტროლებაში პირბადეს დიდი მნიშვნელობა აქვს და შეზღუდვების შემოღებამდე არსებული უნდა გაამკაცროს. შეიძლება სწორად ბევრი რამის მოფიქრება, იგივე ვაქცინირებული ადამიანების რაღაცები უფრო ხელმისაწვდომი გახადო და არ დაკეტო ბიზნესი, ვაქინაციის შემთხვევაში იქ ადამიანებს შეეძლოთ მისვლა. ამაზე უნდა იფიქროს ქვეყანამ, ასევე აღსრულების ნაწილზეც, იქნება ეს ტრანსპორტი თუ სხვა, სადაც გავრცელების ყველაზე დიდი რისკია, უნდა იყოს მკაცრად გაკონტროლებული“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც არის დასახული და მიზნად ისახავდა მოზრდილი მოსახლეობის 60% აცრას, ეს არის დაახლოებით თითქმის 4 მილიონი ვაქცინის დოზის საჭიროება, დანაკარგის გათვალისწინებით.

„ამ გადმოსახედიდან ეს წლევანდელი წლის ბოლომდე არარეალური გეგმაა, დასაწყისშიც ასე მიმაჩნდა. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეიძლება ჩვენ მოზრდილი მოსახლეობის სრული ნაწილი, მათ შორის ჯანმრთელიც, ვერ ავცრათ, მაგრამ ყველაზე მაღალი რისკფაქტორის მქონე ადამიანები თუ გაიკეთებენ ამ ვაქცინას, მათ შორის მოცვა იქნება 60-70%. ეს ჩვენ შესაძლო მესამე და მეოთხე ტალღებს აგვარიდებს. ტალღის არსი რაშია, არა დავითვალოთ რამდენი ადამიანია ინფიცირებული, არამედ რამდენი მათგანი ხვდება კლინიკაში, ანუ ჰოსპიტალური სექტორი გადაიტვირთება თუ არა. ინფექციის რაოდენობა შეიძლება იყოს მაღალი, მაგრამ იმ კატეგორიებს სჭირდეთ ეს, რომლებიც სახლში ადვილად იხდიან ამ დაავადებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოვახერხოთ და რისკის მქონე ადამიანებს გავიკეთოთ ვაქცინა. ფოკუს ჯგუფებში უნდა იყოს ინტენსიური მუშაობა, მათ განვუმარტოთ, რა მნიშვნელობა და ღირებულება აქვს მათთვის ვაქცინას, რადგან 60 წლის ზემოთ 50 ვაქცინირებული ადამიანიდან ერთი სიცოცხლის გადარჩენა ხდება, ალბათობა მათ შემთხვევაში ვირუსის ლეტალურად დასრულების რისკი მაღალია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, სწორი საინფორმაციო კამპანია იქნება იმის გარანტია, რომ მესამე და მეოთხე ტალღის მიმდინარეობა არ იქნება ისეთი დამაზიანებელი და ლოკდაუნის წინაშე არ დაგვაყენებს.

„გვაქვს ლიმიტირებული რაოდენობა დოზების და ვფიქრობ, პრიორიტეტული ჯგუფები თუ გაფართოვდებიან, 18-65 ან 18-45 წლამდე იმ ადამიანებისთვის უნდა გაფართოვდეს, რომლებიც ასაკის მიუხედავად, ერთი რომელიმე ქრონიკულ დაავადებას ატარებენ. ამ ჯგუფებს მაინც თუ მოვიცავთ და მათთვის იქნება საყოველთაოობა ზაფხულის პერიოდში, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ ჩვენ შემოდგომისთვის მაინც ვიყოთ მზად. არ არის გამორიცხული მეოთხე ტალღა. ეს ვირუსის ბუნებრივი ცირკელაციაა და ალბათ გარდაუვალი იქნება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მსგავსი თემები