ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას მიმდებარედ მდინარემ სავარაუდოდ შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეძებენ მის თანმხლებ პირებსაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში მცხოვრები პირები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ.