„ფეისბუქმა“ ქსელიდან „ქართული მარშის“ ანგარიშები წაშალა

ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ, „ქართულ მარშთან“ და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდები წაშალა და გააუქმა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მარტის თვეში,  საქართველოდან წაიშალა „ფეისბუქის“ 23 ანგარიში, 12 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 11 ანგარიში, რომლებიც მიმართული იყო ადგილობრივ აუდიტორიაზე.

როგორც „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის გამოძიებამ გამოავლინა, წაშლილი გვერდები კავშირში იყო „ქართულ მარშთან“ და მათ ახალგაზრდულ ფრთასთან.

მსგავსი თემები