ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება

მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე ხარების ეკლესიაში ლიტურგიას კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს. ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება.

ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების თანახმად, ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.

მსგავსი თემები