საქართველოში, კორონავირუსის 10 მოზრდილი კლასტერი გაჩნდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,  ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის ე.წ. კლასტერული გავრცელება უკვე დაიწყო და სახეზეა 10 კლასტერი.

„დღეისთვის,  მოზრდილი ათი კლასტერი გვაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ესაა სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი და კიდევ რამდენიმე რეგიონი, რაც საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია. ბევრ ქვეყანაში „მესამე ტალღა“ დაწყებულია და ჩვენც ვდგავართ „მესამე ტალღის“ დაწყების წინაშე.  დღეს 51 პროცენტია პირბადის ტარების მაჩვენებელი და ის 90 პროცენტამდე უნდა ავიყვანოთ, დავიცვათ ჰიგიენა, დისტანცია, ავარიდოთ თავი დიდი თავშეყრის ადგილებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგები, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვების საჭიროებას ხედავენ.

„სადაც არის კლასტერული ეპიდაფეთქებები, იქ წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებელია. როგორმე თავიდან უნდა ავიცილოთ დიდი ლოკდაუნი, რადგან ძლიერი ლოკდაუნის ახლა გამოცხადება ქვეყნისთვის რთული იქნება, ეს ყველას, თითოეულ მოქალაქეს დააზინებს“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები