„იძულებული ვიქნებით, დავაყენოთ საკითხი მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების“ – გაფრთხილება მოსახლეობას

კორონავირუსის გავრცელების მზარდი მატების გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნოლი ცენტრი ქვეყანაში არსებული შემზღუდველი ღონისძიებების გამკაცრების საჭიროებას ხედავს. თუ მოსახლეობა გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, „მესამე ტალღას“ ვუახლოვდებით, რაც მკაცრ აკრძალვებს აწესებს.  

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობა დღეს კიდევ ერთხელ გააფრთხილა და რეგულაციების გამკაცრება დააანონსა.

„უნდა დავიცვათ მთავარი რკომენდაციები და შეზღუდვები, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. არა დიდ ქორწილებს; არა დიდ ჭირის სუფრებს; არა დიდ შეკრებებს; მუშაობის დიდი ნაწილის დისტანციურ მეთოდზე გადაყვანა. რითი შეიძლება შეკავდეს გავრცელება?  პირველ რიგში, განსაკუთრებული დისციპლინით ანუ ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ის მთავარი რეკომენდაციები და შეზღუდვები, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, ვაქცინა ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით არსებობს და ამ კუთხითაც მეტი აქტიურობაა საჭირო. 

„ვაქცინების რაოდენობა ქვეყანაში არის იმ რაოდენობით, რომ ჩვენ უფრო მასობრივად ავიცრათ. ამიტომ, დიდი თხოვნაა, რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში. თუ ამას გავაკეთებთ, შევაკავებთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და არ დაგვჭირდება რადიკალური შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და მოიმატა ინტენსივობამ ინფექციის გავრცელების, რა თქმა უნდა, იძულებული ვიქნებით, რომ საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ საკითხი უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები