მედიაციის შემდეგი რაუნდი, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს გაიმართება

„ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს მომდევნო რაუნდი, რომელიც იმედი მაქვს წარმატებული მედიაცია იქნება. ეს იქნება ალბათ აპრილის ბოლოსთვის. ეს ვარაუდი არ არის, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია.”, – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, მოპარაკების გაგრძელება დამოკიდებული იქნება ხელისუფლების ქმედებებზე “პოლიტპატიმრებთან” მიმართებაში. მისი თქმით, თუ ოპოზიცია ადეკვატური იქნება, ხელისუფლებას დანიელსონის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების დოკუმენტის პუნქტებს შეასრულებინებს.

“ვნახოთ, რა იქნება ზეგ ნიკა მელიას სასამართლოზე. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება პრეზიდენტად მომუშავე ადამიანის ჩათვლით ნიკა რურუასთან მიმართებაში.

სხვადასხვა მექანიზმი არსებობს ამ ორი კაცის გათავისუფლების. ეს ორი ადამიანი უნდა გამოვიდეს. ხუთი პუნქტიდან სამზე არის შეთანხმება, მას იმ სამს შეასრულებინებენ თუ ოპოზიცია იქნება ადეკვატური”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მსგავსი თემები