ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, რომელსაც სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვაქცინაციის პასპორტებთან დაკავშირებით პოზიცია განმარტა იმით, რომ ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული, აღკვეთს თუ – არა აცრა ვირუსის გადაცემას.

ამასთან, მეორე მიზეზად მან თანასწორობის საკითხი დაასახელა. როგორც მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცების საკითხს დაახლოებით აპრილის ბოლოსთვის განიხილავს. მარგარეტ ჰარისის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინებთან დაკავშირებით დამატებით მონაცემებს საჭიროებს

მსგავსი თემები