“ბაღები და სკოლები უკიდურეს შემთხვევაში დაიხურება” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ გაუარესებული ეპიდსიტუაციის დროს ბაღები და სკოლები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაიხურება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

“ბაღებსა და სკოლებში ეპიდემიის გავრცელების რისკი მაღალია, თუმცა დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალიან რთულია, ამდენად ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება, აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე”, – განაცხადა გაბუნიამ.

ის ამბობს, რომ ეპიდემიური სიტუაცია უარესდება და ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თუ გადასცდება დადებითობის მაჩვენებელი 2 პროცენტს, ჩარევა გახდება საჭირო.

“თუ ტენდენციები ამგვარი მატებით გაგრძელდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ ისევ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და მობილობის შეზღუდვის მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დაიცავს მოსახლეობა წესებს”, – თქვა გაბუნიამ.

მსგავსი თემები