გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატებმა საქმის მასალები შეისწავლეს

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ და შესწავლილ საქმის მასალებზე ისაუბრებენ.

როგორც ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა გააცხადა, ადვოკატებმა საქმის მასალები სრულად შეისწავლეს.

„შესწავლილი მასალებიდან შესაძლებელია თანმიმდევრულობის დადგენა და რამდენად სწორად არის სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული ესა თუ ის მოქმედება.  რამდენიმე დეტალიც გამოიკვეთა, რაზეც ვისაუბრებთ ბრიფინგზე. გარკვეული მოწმეები დაიკითხნენ, მაგრამ ჩვენ მიერ შეთავაზებული კითხვები არ იყო გამოყენებული, თუმცა, მთლიან სურათში შესაძლოა, ეს აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი. ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანი არის რეგულირების სააგენტოს დასკვნა და სამხარაულის ბიუროს დასკვნა“ – განაცხადა ადვოკატმა.

„მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია 15:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი თემები