გურამ დოჩანაშვილს, დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

გურამ დოჩანაშვილის ოჯახს, მწერლის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა შესთავაზეს, თუმცა, უარი განაცხადა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, გურამ დოჩანაშვილის ოჯახმა  მწერლის ანდერძის თანახმად, მისი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა მწერლის ოჯახს პრემიერ-მინისტრის აპარატმაც შესთავაზა.

მწერალი გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, დოჩანაშვილი „ნიუჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული.

მსგავსი თემები