“სახლში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ” – ვანო მაჭავარიანი

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვანო მაჭავარიანი დაზიანებებით კლინიკაში მოხვდა თავად მაჭავარიანი უარყოფს.

“ტყუილია. სახლში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ,” – ამბობს ვანო მაჭავარიანმა.

ცნობისთვის: გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვანო მაჭავარიანი დაზიანებებით კლინიკაში მოხვდა, მოგვიანებით თავად მაჭავარიანმა განმარტა, რომ თანამდებობიდან გადადგომამდე დაახლოებით 10 დღით ადრე პოლიპები ამოიჭრა და ცხვირის ძგიდე გაუსწორეს.

მსგავსი თემები