შრომის ინსპექციამ 7 სუბიექტი დააჯარიმა

  •  

დღე-ღამის განმავლობაში,  შრომის ინსპექციამ არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის 7 სუბიექტი დააჯარიმა. დარღვევისთვის, კანონდამრღვევებს 2 000 და 10 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

ინსპექციის ინფორმაციით, 4 ფიზიკურ პირს 2 000 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირებს – 10 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

„ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, „კომენდანტის საათის“ მოქმედების დროს, ასზე მეტი პირის მონაწილეობით, გასართობი ღონისძიებები და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობა ხორციელდებოდა. კლუბის ტიპის გასართობი სივრცის ფუნქციონირებისას ასევე არ იყო დაცული ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი წესები. შრომის ინსპექცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან კოორდინირებულად განაგრძობს საზედამხედველო სამუშაოებს. ინსპექცია აგრძელებს კონტროლს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე და მოქალაქეებს მათი დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით დადგენილი ღონისძიების გატარების შესახებ აფრთხილებს“, – აცხადებენ ინსპექციაში.

მსგავსი თემები