გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა

მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. დოჩანაშვილის მდგომარეობა ბოლო ორი კვირის მანძილზე მძიმე იყო. მწერალი 1 საათის წინ კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” გარდაიცვალა.

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები ჟურნალ “ცისკარში” 1961 წელს დაიბეჭდა. მწერალი ლიტერატურული პრემია – “საბას” მფლობელია, ლაურეატი ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

გურამ დოჩანაშვილი 82 წლის იყო. მან ბოლო 1 თვე კლინიკაში გაატარა. მწერალს გულსისხლძარღვთა და ფილტვების პრობლემა ჰქონდა.

მსგავსი თემები