ე.წ. კომენდანტის საათისა და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტთან დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება

  •  

ე.წ. კომენდანტის საათისა და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით დღეს, “სირცხვილია” სხვა 13 სამოქალაქო ორგანიზაციასთან ერთად აქციას გამართავენ. სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს 2 პოლიტიკური პარტიაც –  “ლელო” და “გირჩი” უერთდება.

აქციის მონაწილეები შეკრებას სამ სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყებენ, თავს ფილარმონიასთან მოიყრიან და შემდეგ პარლამენტისკენ 18:00 საათზე მსვლელობას გამართავენ, სადაც ე.წ კომენდანტის საათს და ჯარიმებს გააპროტესტებენ.

მსგავსი თემები