“ეს ძველი „კაგებეშნიკია“, საქართველოს დაუძინებელი მტერი” – სააკაშვილი პოზნერზე

  •  

“თქვე საცოდავებო, რამდენი უნდა მომეზომოთ, რამდენი უნდა მედავოთ. ამდენი წელია საქართველოში არ მიშვებთ და კიდევ მე მეზომებით?!“- ასე ეხმაურება  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს.

„დააკვირდით ივანიშვილის „ბოტებმა“ რა ამბავი ატეხეს, ვაჟა-ფშაველა, „დღეს სტუმარია ჩვენი“ რა სტუმარია?! ეს სტუმარი არ არის! ეს ის ადამიანია, მათ შორის, პოზნერი, რომელიც გარბაჩოვთან ერთად პუტინმა გამოაგორა 2008 წელს იმიტომ, რომ რაღაც სახელი კიდევ ჰქონდათ შერჩენილი დასავლეთში. ეს ძველი „კაგებეშნიკია“, საქართველოს დაუძინებელი მტერი.

რა თქმა უნდა, ივანიშვილისთვის ორგანულია ასეთი ხალხის შემოშვება. ერთი მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ ამ ყველაფერში, მეორე მხრივ, იძახიან „როგორ არ შეიძლებოდა არ შემოშვება“, „ეს რა უპატივცემულობაა“, – ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით ხელისუფლებამ “ბოტებს” დავალება მისცა:

სტუმარს უნდა მოეპყრო, როგორც სტუმარს, მტერს-როგორც მტერს. მტერი, რომელიც შემოდის ტერიტორიაზე, არ ხდება სტუმარი იმის გამო, რომ მას რაღაც ვიზა, ან პასპორტი აქვს.

როგორც ყოველთვის, „ბოტებს“ მისცეს დავალება, აბა, სააკაშვილმა, რომ ჩამოიყვანა სობჩკი? სობჩაკი პუტინის წინაღმდეგ მებრძოლია მთელი ეს წლები.

რამდენი უნდა მომეზომოთ მე, რამდენი უნდა მედავოთ. ამდენი წელია საქართველოში არ მიშვებთ და კიდევ მე მეზომებით?! კიდევ მე მედარებით?! ეს ხომ ნიშნავს, რომ სრული არარაობები ხართ, არავინ არ ხართ. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს თქვენს ძალიან სიპატარავეს, იმას, რომ საქართველო არ გიყვართ, გეზიზღებათ თქვენი ქვეყანა,“ – ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი თემები