“აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება თავისუფალი და თანასწორი საზოგადოების შენების ნაწილია” – ირაკლი ღარიბაშვილი

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება თავისუფალი და თანასწორი საზოგადოების შენების ნაწილია, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„ასეთი საზოგადოების სიძლიერის უმთავრესი პირობაა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, მათ შესაძლებლობათა განვითარებაზე ზრუნვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

ამიტომ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს და მათ ოჯახებს გვერდით უნდა დაუდგეს ყველა – ხელისუფლება, საზოგადოება, კერძო სექტორი. ერთიანი ძალისხმევით უნდა ვიშრომოთ მათ უფლებათა დასაცავად, თვითრეალიზაციისა და განვითარების პირობათა შესაქმნელად“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება.

მსგავსი თემები