„ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები,“ – იუბილარი პოზნერი თბილისის ინცინდენტზე

რუსი  ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, რომელიც თბილისიდან სკანდალით გააბრუნეს მოსკოვში, საკუთარ სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს.

„ძვირფასო კოლეგებო! მინდა აგიხსნათ, რატომ არ მოგეცით არც ერთ თქვენგანს კომენტარი იმის შესახებ, რაც თბილისში მოხდა, არავის მოწვევა არ მივიღე მოვსულიყავი გადაცემაში. ახსნა მარტივია და როგორც მე მგონია, აშკარა: ის ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან. დიდი პატივია. ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები. თქვენი ვ.ვ.“ – წერს პოზნერი.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, 41 თანმხლებ პირთან ერთად, თბილისში, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, თუმცა სამოქალაქო აქტივისტები კვერცხებით დახვდნენ და იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო.    

მსგავსი თემები