მამუკა მდინარაძე ჟიგიმანტას პავილიონისისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჟიგიმანტას პავილიონისს თავისი სიტყვების გამო, სადაც ის ამბობს, რომ – “აფხაზეთი უკვე დაკარგეთ, ახლა იმედსაც ნუ დაკარგავთო” ბოდიში ჯერ არ მოუხდია.

როგორც მდინარაძე აცხადებს, პავილიონისი ამ განცხადების გამო, პრემიერმა ღარიბაშვილმა და მან თავად გააკრიტიკეს, ახლა კი, უმრავლესობის ლიდერი პავილიონისისგან ამ სიტყვების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს. 

“ჟიგიმანტას პავილიონისი ჩვენ მაშინაც გავაკრიტიკეთ, როდესაც თქვა – აფხაზეთი უკვე დაკარგეთ, ახლა იმედსაც ნუ დაკარგავთო. ახლა არ მოგვიფიქრებია. გახსოვთ პრემიერ ღარიბაშვილის მწვავე კრიტიკა, პირადად ჩემი კრიტიკა ამასთან დაკავშირებით და ჟიგიმანტასმა დღეს მიპასუხა სირცხვილიაო.

როგორც ვიცი, ჯერ ამ ადამიანს ბოდიში არ მოუხდია თავის სიტყვებისთვის. აფხაზეთი უკვე დაკარგეთო ამაზე ბოდიში მოიხადა გია ბარამიძის მეგობარმა პავილიონისმა? ჩემს ნათქვამს რომ სირცხვილს უწოდებს, ბოდიში მოიხადა აფხაზეთი უკვე დაკარგეთ და ახლა სხვა რაღაცებსაც ნუ დაკარგავთო, რომ გვეუბნებოდა?! ჯერ ბოდიში მოიხადოს და შემდეგ გააკეთოს ასეთი განცხადებები, ვინც არ უნდა იყოს, რუსეთის მოქალაქე იქნება, ამერიკის, საფრანგეთის, ლიეტუვის, თუ საქართველოს მოქალაქე მათ შორის,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები