“ვიღაც ადამიანები, რომლებიც ჩვენზე ცუდ რაღაცებს ფიქრობენ საზღვარზე არ შემოვუშვათ, მგონია აბსოლუტური იდიოტიზმი “- ვახტანგ მეგრელიშვილი

რუსი ჟურნალისტისა და კრემლის პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ეხმაურება.

მისი თქმით, ამ ადამიანებს კანონი არ დაურღვევიათ:

“ამ ადამიანებს არანაირი კანონი არ დაურღვევიათ, ეს არის ჩვენი ემოციური დამოკიდებულება, რომ ვიღაც ადამიანები, რომლებიც ჩვენი აზრით ჩვენზე ცუდ რაღაცებს ფიქრობენ, შესაძლებელია, რომ საზღვარზე არ შემოვუშვათ, ეს მგონია აბსოლუტური იდიოტიზმი. მაშინ რაღაც სიცრუის დეტექტორები გვაქვს საზღვრებზე დასაყენებელი.

ხელისუფლების ამ ქმედებას, რომელსაც ჩვენ ვაპროტესტებდით როგორც კი დაიწყო და იქ გუშინ მყოფი ადამიანები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდიდნენ ჩვენი კარგად ჩაკეტვისთვის, ძალიან დიდი ბოდიში, ეს ორმაგი სტანდარტები ყელშია ამოსული,” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მსგავსი თემები