“სირცხვილია” ახლა დგას და საკუთარი დამფინანსებლის სასტუმროს ესვრის კვერცხებს” – ლევან ნიკოლეიშვილი

„რამდენადაც ვიცი, ბიზნესმენი თემურ უგულავა, სასტუმრო “რუმსის” მფლობელი და დელეგაციის მასპინძელია,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გენშტაბის ყოფილი უფროსი, სამხედრო ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

ნიკოლეიშვილის თქმით „რუმსის“ მფლობელი ოპოზიციას აფინანსებს:

„ის, იმავდროულად აფინანსებს ნაცმოძრაობის ახალგაზრდულ ფრთას “სირცხვილიას”. ალბათ უცნაურ ფსიქიურ აშლილობასთან გვაქვს საქმე, რადგან “სირცხვილია” ახლა დგას და საკუთარი დამფინანსებლის სასტუმროს ესვრის კვერცხებს, სადაც საკუთარი დამფინანსებლის სტუმრები არიან განთავსებულნი,“ – წერს ნიკოლეიშვილი.

მსგავსი თემები