სისხლიანი დაპირისპირება სტამბოლში. რა მოხდა ჩეჩნებსა და ქართველებს შორის – გარდაცვლილია 2 და დაშავებულია ასევე 2 პირი

სტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. გარდაცვლილია ორი და დაშავებულია ასევე ორი პირი.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 6-ის ნახევარზე ბაშაკ-შეჰირში, სატმბოლის ერთ-ერთ უბანში, რესტორნის წინ მოხდა.

დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს. სროლისა და დაპირისპირების ამსახველი მასალა ადგილობრივებმა მობილურით გადაიღეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები