კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 712 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 922 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 790  PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 499 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  282 260-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.75 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.64 %.

მსგავსი თემები