ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები დაჯარიმდნენ

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, რომელიც მეგობრებთან ერთად საქართველოში დასასვენებლად და დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.  

შსს-ს ინფორმაციით, რუსეთიდან შემოსული სტუმრებიდან დაჯარიმებულია 32 ადამიანი. ასევე, 10 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს სასტუმრო “ვინოტელს”.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული, თუმცა ქართველი აქტივისტების პროტესტის გამო, ის იძულებული გახდა თბილისი ვადაზე ადრე, ჩარტერული რეისით დაეტოვებინა.

მსგავსი თემები