„გავყარეთ ქვეყნიდან, რუსეთი ოკუპანტია“ – პოზნერს ქვეყანა დაატოვებინეს

  •  

სამოქალქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, საქართველოში რუსი ჟურნალისტის – ვლადიმერ პოზნერის სტუმრობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს რომ ის და მისი სტუმრები ქვეყნიდან გაყარეს.

„თუ ჩაგეძინათ და ახლა შიშით შემოდიხართ, წუხანდელი ამბების გასაგებად… კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის. კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან! რუსეთი ოკუპანტია“,- წერს მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ის ქვეყანაში სტუმრებთან ერთად შემოვიდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. პროტესტი აეროპორტიდან დაიწყო და სასტუმრომდე გაგრძელდა. სასტუმრო „რუმსი“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტებმა კვერცხებით ააჭრელეს. სტუმრებმა ქვეყანა დატოვეს.

მსგავსი თემები