“გარკვეული პერიოდი შალვა პაპუაშვილთან ერთად მომიწია მუშაობა საარჩევნო კოდექსზე და დავრწმუნდი მის პატიოსნებაში” – ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი შალვა პაპუაშვილს  პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეც და ბატონმა ალეკო ელისაშვილმაც მხარი დავუჭირეთ თქვენს კანდიდატურას. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მე რაღაც პერიოდი მომიწია ბატონ შალვასთან ერთად მუშაობა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და დავრწმუნდი ამ ადამიანის კეთილსინდისიერებაში, პატიოსნებასა და კვალიფიკაციაში. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. სწორედ ამიტომ დავუჭირე მე მას მხარი. არ ვიცი, კიდევ თუ ექნება ვიღაცას იმის ფუფუნება, რომ ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა დაუჭიროს მხარი, მაგრამ თქვენ, ბატონო შალვა, ნამდვილად გაგიმართლათ“, – მიმართა ლევან იოსელიანმა შალვა პაპუაშვილს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 

შესაბამის დადგენილებას პლენარულ სხდომაზე 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მსგავსი თემები