ცნობილია საქართველოს რეგიონები, სადაც შეზღუდვები დაბრუნდება

დააავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში წერტინოლავნი შეზღყდვები იქნება.

მისივე თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული ადგილების ჩაკეტვას და გამოკვლევას გულისხმობს.

„წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც შემთხვევების მატებაა – ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში, აჭარაში, „აჭარა ტექსტილშიც” გვაქვს მატება, იქ სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შემთხვევების რაოდენობა 88-მდეა, რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვები აქ ყველგან იგეგმება და ტარდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები