დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანერგილი ადამიანები ვაქცინაციის პროცესში იქნებიან ჩართული.

როგორც მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ჯგუფები მაღალი რისკის მატარებლები არიან.

“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული დიალიზის პაციენტებთან მიმართებაში. მათთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა, ვინაიდან ჩვენ ჩავთვალეთ რომ სწორედ ეს ჯგუფი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი, რომელიც ჩართულია სოციალურ აქტივობაში და მათთვისაც ასევე გაიხსნება ფანჯრები. მათი აცრა მოხდება ადგილზე იმ დაწესებულებებში, სადაც ისინი გადიან დიალიზის თერაპიას.

ასევე მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ადამინები, რომლებიც არიან ორგანოგადანერგილები. ისინიც წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის მქონე პირებს და შესაბამისად, იქნებიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები