ვაქცინაციის სათადარიგო სიებში ჯარი და პოლიცია ჩაერთვება

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, თუ რამდენი ვაქცინის დოზის დაკარგვა მოხდა.

ამასთან, მინისტრის თქმით, პოლიციისა და ჯარის ჩართულობით მოხდება იმ სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდოდ, დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას.

“არის მრავალი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ვაქცინის დოზის დაკარგვა ხდება. ამ ეტაპისთვის დაკარგული არის მხოლოდ 3%-მდე დოზა, ეს არის 181 დოზა და შემდგომში რომ იყოს მინიმუმამდე დაყვანილი დანაკარგი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციისა და ჯარის ჩართულობით მოხდეს იმ სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდოდ, დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას,” – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. 

მსგავსი თემები