“ვინ აყენებდა იქ ულტუმატუმებს და ვინ – არა, ვინ იყო კონსტრუქციული და ვინ – არა, საზოგადეობას უკვე აქვს დეტალური ინფორმაცია” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის წევრებს პოლიტიკურ პარტიებს შორის გამართული დიალოგის დეტალები გააცნეს.

რაც შეეხება უშუალოდ მოლაპარაკებებს, მისი თქმით, ოპოზიციამ ჩაკეტა დიალოგი, მან არაკონსტრუქციული მიდგომით და ულტიმატუმებით მოსპო ყვოველგვარი რესურსი, რომ შეთანხმება შემდგარიყო.

„ჩვენ უმრავლესობის წევრებს გავაცანით დიალოგის დეტალები, რაც იყო მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, აინტერესებდა გუნდს დეტალები და გვქონდა საუბარი ყველა ნიუანსზე, რაც უკავშირდებოდა გუშინდელ დიალოგს. დანარჩენი, თქვენც იცით, რა ხდებოდა მოლაპარაკების მაგიდის გარშემო, ვინ აყენებდა იქ ულტუმატუმებს და ვინ – არა, ვინ იყო კონსტრუქციული და ვინ – არა, საზოგადეობას უკვე აქვს დეტალური ინფორმაცია.

ჩვენ არ გვქონდა არც ერთი ულტიმატუმი დაყენებული მოდერატორის წინაშე, იმ დიპლომატების წინაშე, რომლებიც წარმართავდნენ ამ დიალოგს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ჰქონდათ ორი ულტიმატუმი – ერთი უკავშირდებოდა არჩევნებს, პლებისციტს, მეორე – რურუას თემას. ორი ულტიმატუმი დააყენა ოპოზიციამ, იყო ერთი წრე მოსაზრებების გაცვლის. დანიელსონმა ოპოზიციას ჰკითხა მოსაზრებები ამ თემებთან დაკავშირებით, დოკუმენტთან დაკავშირებით და როდესაც ოპოზიციამ დააყენა ორი ულტიმატუმი ამ ორ თემასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, რომ გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი. ოპოზიციამ ჩაკეტა დიალოგი, თავისი არაკონსტრუქციული მიდგომით და ულტიმატუმებით, რომელიც ორ საკითხთან დაკავშირებით იყო,მან მოსპო ყოველგვარი რესურსი იმისთვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები