„სამწუხაროდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი“ – კრისტიან დანიელსონი

მედიატორობის მეორე, წარუმატებელი შედეგის შემდეგ, ევროპელი მომლაპარაკებელი ქვეყანას გაწბილებული ტოვებს და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ კომპრომისი სიძლიერეა და არა სისუსტე.

კრისტიან დანიელსონი ასევე განმარტავს, რომ მხარეებს არ ჰქონიათ სურვილი, კომპრომისისთვის მიეღწიათ.

„საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოხვიონ გადაწყვეტილებები. ეს არ არის მეთოდები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მეთოდი არის მედიაცია. საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპული მისწაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ამბიციებთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობა მოდის. ​სამწუხარდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი. მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, თუ რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და იგი გადაწყვეტს, თუ რა იქნება შემდეგ ნაბიჯები და როდის იქნება ისინი გადადგმული“, – განაცხადა დანიელსონმა, რომელმაც ქვეყანა უკვე დატოვა.

მსგავსი თემები