„ხელმოწერა პარტიების პასუხისმგებლობაა“ – დანიელსონი დოკუმენტს დღეს წარადგენს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი  წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებს ხელმოსაწერ დოკუმენტს დღეს წარუდგენს. როგორც ევროპელი მედიატორი აცხადებს, მოაწერენ თუ არა ხელს, ახლა ჯერი მათზეა.

„ჩემი მიზანი იყო მომეძებნა გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო. ეს არის რთული პროცესი. დემოკრატია ნიშნავს ყველა მხრიდან დათმობას. რაც შეეხება პროცესს, მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ. მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული მომავლისთვის და ეს არის ნდობის აღდგენის გზა. ეს უპასუხებს საჭიროებას,  რომ გატარდეს სისტემური რეფორმა იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი და მართლმსაჯულებისადმი გაიზარდოს. საბოლოოდ ეს არის პარტიების პასუხისმგებლობა, პარტიებზეა დამოკიდებული,რომ აიღონ პასუხისმგებლობა ასეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე“ – განაცხადა დანიელსონმა.

მსგავსი თემები