ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შედეგები დღეს უნდა გახდეს ცნობილი – რა გახდა ექთნის გარდაცვალების მიზეზი

რა გახდა ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შედეგები დღეს უნდა გახდეს ცნობილი. მეგი ბაქრაძის სამედიცინო ისტორიით მტკიცდება, რომ რეანიმატოლოგი ადგილზე 13:00 საათსა და 10 წუთზე მივიდა, თუმცა ამავე დოკუმენტით, ვაქცინაციის დრო განსხვავებულია და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების პერიოდი 20-25 წუთის შემდეგ არის მითითებული.

ოჯახის ადვოკატის მტკიცებით, უნდა შეფასდეს რამდენად დროული იყო ექიმების რეაგირება.

“ამ დასკვნებმა უნდა მოგვცეს გარკვეული ინფორმაცია მეგის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით. რეალურად აღმოჩნდა, რომ მეგის ვაქცინა გაუკეთდა არა 12:00 საათსა და 30 წუთზე, როგორც ფორმა-100-ში არის დაწერილი, არამედ, დაახლოებით, 12:00 საათსა და 13 წუთზე. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება შეფასდეს, რამდენად ადეკვატურია ექიმების რეაგირება, ქმედება, მათ შორის – რეანიმატოლოგის,” – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა.

მსგავსი თემები